დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 13 მარტს განახლდება

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 13 მარტს განახლდება.

ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატებმა განაცხადეს.

მათი თქმით, დაკითხვა, ე.წ. მატროსოვის ციხეში, 10:00 საათიდან განახლდება.

„მოსახერხებელი დრო შეირჩა ორშაბათი, 10:00 საათზე დაიწყება დაკითხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, მთელი დღე სამუშაო საათები გვექნება იმისათვის, რომ იმ 8 საათის განმავლობაში მამა გიორგი მამალაძემ კითხვებს ამომწურავად უპასუხოს და პროკურატურის დამატებით კითხვებს გაეცეს პასუხი“- განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის განახლება მას შემდეგ გადაწყდა, რაც დეკანოზის მოთხოვნაზე, მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, პროკურატურამ თანხმობა განაცხადა.

Comments
Loading...