დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა: საქმე გასაქცევად არ გვაქვს
დეკანოზ გიორგი მამალაძის დედისთვის შვილის დაკავების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
“ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება. ბრალდებაზე არაფერი ვიცით. არც გავრცელებული ინფორმაციით. ყველა ოჯახში ვართ და გასაქცევად საქმე არ გვაქვს”, – განუცხადა ქეთევან მაღლაკელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.