“დემოკრატიის ყველა წესების დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა”
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში ლევან მურუსიძის დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მოსამართლეთა გადაწყვეტილებას “სამარცხვინოს” უწოდებს.
“მე არ მომწონს მურუსიძე და მისი არჩევა მიმაჩნია სამარცხვინო მოვლენად საქართველოს ისტორიაში. ის მოთხოვნა, რომ ხელისუფლება ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლებაში, არასწორი, გულუბრყვილო და არადემოკრატიულია. დემოკრატიის ყველა წესების დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა. მე მრცხვენია ყველა მოსამართლის ნაცვლად, მაგრამ ჩვენ მათ ვერაფერს ვეტყვით. ვინც მურუსიძე აირჩია, ყველა ის ადამიანი მიმაჩნია უღირს პიროვნებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩავერიოთ მათ გადაწყვეტილებაში”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.