“დემოკრატიული მოძრაობისა” და “პატრიოტთა ალიანსის” უარი “ქართულ ოცნებას”

ქართულ ოცნებაში უკვე იმაზე მსჯელობენ, ვისთან გაერთიანდებიან არჩევნების შემდეგ. პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტში მათი გზები ნინო ბურჯანაძესთან ან ირმა ინაშვილთან გადაიკვეთოს. გია ვოლსკის შემდეგ ასეთი პოლიტიკური კონფიგურაცია დღეს თამაზ მეჭიაურმაც არ გამორიცხა. თუმცა თავად დემოკრატიულ მოძრაობასა და პატრიოტთა ალიანსში ქართულ ოცნებასთან შესაძლო თანამშრომლობაზე ამ ეტაპზე უარს ამბობენ.

ნინო ბურჯანაძე წინასაარჩვნოდ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციის შექმნას არ გეგმავს.საკუთარ ძალებში დარწმუნებულია ირმა ინაშვილიც. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ბელგიაშია, თუმცა, მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრიან.

რატომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ თანამშრომლობა ისეთ ძალებთან , რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს – საკუთარი მოსაზრებები აქვთ ექსპერტებს. ისინი ფიქრობენ, რომ მმართველ ძალას ამ ეტაპზე არჩევანის ფუფუნება არ აქვს.

არჩევნებამდე 6 თვე რჩება. სწორედ ეს დრო აქვს ქართულ ოცნებას პარტიის გასაახლებლად და ახალი პარტნიორების მოსაძიებლად.

Comments
Loading...