დეპუტატმა ლელა ქებურიამ მეგის ქარდავას დეიდაშვილის სახელით მუქარის წერილი მიიღო
დეპუტატი ლელა ქებურია, რომელიც პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით მოხვდა სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოგზავნილ მუქარის შემცველ შეტყობინებას აქვეყნებს. ვინმე ნიკა ლოგუა დეპუტატს წერს, რომ მეგის ქარდავას დეიდაშვილია და მას, როგორც ბოკერიას გუნდის წევრს, პასუხი მოეთხოვება.
“გავიგე თურმე ახალაიების და მეგისის დაბრუნება არ გინდათ, მაგრამ დაბრუნდებიან და პასუხი გექნებათ გასაცემი. ჭკვიანად იყავით, ჭკვიანად”, – წერს ნიკა ლოგუა საქართველოს პარლამენტის წევრს.