დევნილი აბიტურიენტები გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უფასოდ გაივლიან
მემორანდუმის თანახმად, დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტები „ნებულას” ვებგვერდზე (http://www.nebula.ge) საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს უფასოდ გაივლიან.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და „ნებულას” აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო დოლიძემ მოაწერეს.