დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა: კვირიკესა და მისი დედის – ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა: კვირიკესა და მისი დედის – ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.

საქართველოში წმინდანების სახელობის უამრავი ტაძარი იყო – გურიაში, აჭარაში, რაჭაში… უხსოვარი დროიდან კი სვანეთში, სოფელ კალაში, სადაც კვირიკობის დღესასწაული ყველაზე დიდ სახალხო და რელიგურ დღესასწაულად ითვლება.

სვანეთში კვირიკობას ლაგურკას ეძახიან. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაში წმინდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი.

ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ.

Comments
Loading...