დღეს პროკურატურაში ზვიად ქორიძის დაკითხვა გაგრძელდება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძეს დაკითხავენ. საგამოძიებო უწყებას ზვიად ქორიძესთან კითხვები პატიმართა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით აქვს. როგორც ზვიად ქორიძე აცხადებს, ის სრულყოფილად მიაწვდის გამოძიებას იმ ინფორმაციას, რომელიც მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქვს.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებაზეც ისაუბრა. ქორიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს პროკურატურას საქმის გამოძიებაში ხელი არ შეუშალონ. მისი თქმით, საინტერესოა რა იცის ეკა ბესელიამ, ან რატომ უნდა იცოდეს გამოძიების დეტალები.
“ბატონი ალეკოს ჩვენების რა დეტალები იცის ქალბატონმა ეკამ, ან იცის თუ არა, ან რატომ უნდა იცოდეს დეპუტატმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალები, რა რა არის ამ ჩვენებაში სიცრუე, რა იცის მან, როგორ დაადგინა მან ეს ყველაფერი. მაქსიმალურად შეიკავონ თავი ამ ადამიანებმა და აცადონ გამოძიებას. რა თქმა უნდა, მე მივალ გამომძიებელთან მთავარ პროკურატურაში და ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მას აწუხებს, მივცემ ამომწურავ პასუხს“, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს ზვიად ქორიძემ

Comments
Loading...