დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ითოვებს
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში, დღეს ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია 20-22 გრადუსი ყინვა, ხოლო მთიან რაიონებში ტემპერატურა -16-14 გრადუსამდე დაეცემა.
რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსების ცნობით, დღეს თბილისში მცირე თოვლია მოსალოდნელი. უახლოესი ორი დღის განმავლობაში, დედაქალაქში დღისით 2 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზირების სამმართველოში აცხადებენ, პირველ თებერვლამდე, შესაძლებელია ყინვები კიდევ უფრო გაძლიერდეს.