დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.

მათი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ, რომლის ეპიცენტრიც ქალაქ ქობულეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ში, სოფელ კვირიკეში იყო და 09:27 საათზე მოხდა, 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

ხოლო, შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 18 კმ-ში 10:05 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო.

Comments
Loading...