დღეს შესაძლოა ღარიბაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთოს
“პირველი რადიოსთვის” ცნობილი ხდება რომ დღეს შესაძლოა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთოს. წყაროს ინფორმაციით პრემიერიის მოვალობას ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეასრულებს, რომელსაც შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა პრემიერის პოსტზე ოფიცილუარად წარადგენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მთვრობაში სხვა ცვლილებებიც განხორციელდეს. გეგმავს თუ არ დღეს პრემიერი რაიმე განცხადების გაკეთებას, ან მედიასთან გამოჩენას ამის გასარკვევად “პირველი რადიო” პრემიერის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს რომ პრემიერს დღეს არცერთი ღონისძიება არ აქვს დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმცია არაოფიციალურია.
http://pirveliradio.ge/