დიდუბეში, შუახნის მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

დიდუბეში შუახნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ “აიპრესს” შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღევევას გულისხმობს.

ipress.ge

Comments
Loading...