დიმა ობოლაძე რუსთავი 2-ს ტოვებს

On.ge-ს ინფორმაციით, რუსთავი 2-ის სპორტული კომენტატორი და გადაცემა “სხვა შუადღის” თანაწამყვანი, დიმა ობოლაძე ტელეკომპანიიდან მიდის. სავარაუდოდ, ის მუშაობას იმედში გააგრძელებს.

დიმა ობოლაძე ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს.

“საღამოს დამირეკეთ და ზუსტად მეცოდინება ყველა დეტალი”, – ასე უპასუხა On.ge-ს კითხვას ობოლაძემ.

ჩვენ დავუკავშირდით ტელეკომპანია იმედსაც, თუმცა, ჯერჯერობით ინფორმაციის გადამოწმებას მათთან ვერ ვახერხებთ
on.ge

Comments
Loading...