დიმიტრი ხუნდაძე – ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება თითქმის 99%-ით არის შემცირებული
„თითქმის ნულს არის გატოლებული ე.წ. კრაკადილის, ჯეფის და ვინტის მოხმარება, თუმცა, ის, რომ რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები ისევ არსებობს, ამაზე კომიტეტმა რამდენიმე თვის წინ გააკეთა საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადება. ამას მოჰყვა მყისიერი რეაქცია შესაბამისი სამინისტროსგან – მოხდა შემოწმებები და 283 სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა. მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები. ასე რომ, ერთია საკანონმდებლო უზრუნველყოფა, მეორეა მისი აღსრულება. ორივე ნაწილში ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და შედეგიც არის ის, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება თითქმის 99%-ით არის შემცირებული, თუმცა პრობლემები ისევ რჩება. სამუშაო ისევ გასაკეთებელია და გრძელდება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.