დიმიტრი ქუმსიშვილი – არავის საქმე არ არის, ვის როგორ და ვისთან სძინავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერს ამაზრზენი უწოდა და აღნიშნა, რომ არავის საქმე არ არის ვის როგორ სძინავს და ვისთან სძინავს.

ამით მინისტრის გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის მოსაზრებას, რომ უნდა დატოვონ თანამდებობები იმ პირებმა, ვისაც ფარული კადრების გავრცელებით ემუქრებიან.

“თამაზ მეჭიაურის განცხადება არ მომისმენია. შემიძლია უბრალოდ ჩემი დამოკიდებულება დაგიფიქსიროთ. ნებისმიერი ჩანაწერი პირადი ცხოვრების არის ამაზრზენი, ისე როგორც ამაზრზენია ამის შემდგომ ილუსტრირება. არავის საქმე არ არის ვის როგორ სძინავს და ვისთან სძინავს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა

Comments
Loading...