აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალი ჯეიმს მატისი ოფიციალურად წარადგინა,-ინფორმაციას გამოცემა The Washington Post ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა მატისი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სამხედრო ლიდერია. „მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ შეიარაღებული ძალები და ალიანსი აღვადგინეთ, ტერორისტები გავანადგურეთ, მტერს პირისპირ შევეწინააღმდეგეთ და აშშ-ის უსაფრთხოება გავაძლიერეთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. თავის მხრივ, მატისმა პირობა დადო, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა “ამერიკა ძლიერი და დაცული” იყოს.
შეგახსენებთ, აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონის ხელმძღვანელად გენერალი ჯეიმს მატისი აირჩია. მეტისი ზედმეტსახელ “ცოფიანი ძაღლითაა” ცნობილი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ დიდ სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის ავღანეთსა და ირანში. 66 წლის გენერალი აგრეთვე ცნობილია თავისი პროვოკაციული განცხადებებით. 2005 წელს იგი მკაცრად გააკრიტიკეს განცხადების გამო, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ავღანეთში ვიღაცებისთვის სროლა ძალიან სახალისოა.
წყარო : Ipress.ge