დონალდ ტრამპი: ცუდი ადამიანები ჩვენი ქვეყნისგან მოშორებით უნდა ცხოვრობდნენ

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიკრობლოგ Twitter-ში ეხმაურება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანია, რომ შეერთებულ შტატებში „ცუდი ადამიანები“ არ ჩავიდნენ.

“ყველა კამათობს იმაზე, უნდა ყოფილიყო აკრძალვა თუ არა. შეგიძლიათ ამას რაც გაგიხარდებათ, ის უწოდოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ცუდი ადამიანები (ცუდი ზრახვებით) ჩვენი ქვეყნისგან მოშორებით ცხოვრობდნენ “, – წერს იგი.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შვიდ ქვეყანას, სადაც მუსლიმი მოსახლეობაა, ვიზის გაცემას მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უწყვეტს.

“ბრძანებულების პროექტის მიხედვით, ტრამპი ვიზების გაცემის შეწყვეტას 30 დღის განმავლობაში იმ შვიდი ქვეყნისთვის აპირებს, რომლის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმები არიან”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი აგრეთვე აპირებს გასცეს ბრძანებულება, რომელიც იმ ადამიანების შემოწმების პროცესის გადახედვას ითვალისწინებს, რომლებსაც აშშ-ში ჩასვლის სურვილი აქვთ.

ipress.ge

Comments
Loading...