დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტელეკომპანია CNN-ს ბოიკოტი გამოუცხადა

CNN -ის მაყურებლები პირდაპირ ეთერში თეთრი სახლის წარმომადგენლებს ვეღარ იხილავენ. ტრამპის ადმინისტრაციამ ტელეკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, – ამის შესახებ მედია საშუალება თეთრი სახლის პრესმდივანზე, შონ სპაისერზე დაყრდნობიტ იუწყება.

როგორც სპაისერმა აღნიშნა, CNN არაობიექტურ ინფორმაციას ავრცელებს, რის გამოც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არხთან თანამშრომლობა არ სურთ. ამასთან, სრულ ბოიკოტზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.

CNN-ის ჟურნალისტებს ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ტელეფონით საუბრის უფლება მიეცემათ.

epn.ge

Comments
Loading...