ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა.
2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რესპუბლიკელების მიერ წარდგენილმა ტრამპმა დემოკრატების კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დაამარცხა.
დონალდ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს ნიუ იორკშიფრედ ტრამპისა და მერი მაკლაუდის ოჯახში დაიბადა. იგი ფრედერიკ ტრამპისა და მერი მაკლაუდის მეოთხე შვილი იყო.
ტრამპმა განათლება 1968 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში მიიღო და ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხიც მოიპოვა.
1971 წელს, მამამისის, ფრედ ტრამპისგან მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება და სამშენებლო კომპანია, რომელსაც მოგვიანებით სახელი შეუცვალა და The Trump Organization დაარქვა. საკუთარი მოღვაწეობის მანძილზე, ტრამპს მსოფლიოს მასშტაბით აშენებული აქვს საოფისე კოშკები, სასტუმროები, სამორინეები, გოლფის მოედნები და ბრენდირებული სხვადასხვა ობიექტები.
1996-2015 წლებში ფლობდა სილამაზის კონკურს Miss USA-ს. 2000 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რეფორმების პარტიიდან სცადა, თუმცა ხმის მიცემის დაწყებამდე კანდიდატურა მოხსნა.
2004-2015 წლებში, ტელეარხ NBC-ზე მიჰყავდა რეალითი სატელევიზიო სერიალი The Apprentice.
2016 წელს, Forbes-ის მილიონერთა სიაში ტრამპი მსოფლიო მასშტაბით 324-ე ადგილს იკავებს, აშშ-ში კი 156-ე პოზიციას.
2015 წლის ივნისში, ტრამპმა საკუთარი თავი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა და სწრაფად იქცა კანდიდატობისთვის მებრძოლ რეალურ კანდიდატად თავისი პარტიიდან.
2016 წლის მაისში, მისმა რესპუბლიკელმა კონკურენტებმა თავიანთი კამპანია შეაჩერეს და უკვე ივლისში, ტრამპი ოფიციალურად დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად 2016 წლის არჩევნებზე. ტრამპის საარჩევნო კამპანიამ უპრეცედენტო ყურადღება ჰპოვა მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპი დააჯილდოვა ბრწყინვალების ორდენით.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.