დონალდ ტრამპის ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას ხელი 100 000 ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა

პეტიციას, რომელიც აშშ-ს რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შეშვებას კრძალავს, ხელი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა პეტიციის განხილვა უნდა დაიწყოს.
როგორც BBC წერს პეტიცია პარლამენტის ელექტრონული პეტიციების ვებგვერდზე დღეს განთავსდა.
მისი განთავსება დონალდ ტრამპის გუშინდელმა განცხადებამ განაპირობა.პ რეზიდენტობის კანდიდატმა აშშ-ში მუსლიმების შესვლის აკრძალვაზე ისაუბრა. ტრამპის განცხადებით, აკრძალვა მანამდე უნდა შენარჩუნდეს, სანამ ხელისუფლება აშშ-ის მიმართ მუსლიმების დამოკიდებულებას არ გაარკვევს.
ბრიტანეთის პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა პეტიციის განხილვა.

Comments
Loading...