ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში სირიელი ლტოლვილების მიღება აკრძალა. Associated Press-ის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი, დონალდ ტრამპმა მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ სირიიდან ლტოლვილთა ნაკადის მიღება 120 დღის განმავლობაში შეწყდა. გარდა ამისა, განკარგულებით სირიელი ემიგრანტებისთვის კვოტა შემცირდა. დონალდ ტრამპის განმარტებით, შეერთებული შტატები 2017 წელს არაუმეტეს 50 ათას მიგრანტს მიიღებს.
პრიორიტეტი “რელიგიურ უმცირესობებს” მიენიჭებათ. განკარგულების მიხედვით, შეერთებული შტატები გასულ წელს მიგრანტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესრულებას არ გეგმავს.
დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ინტერვიუ ვიზის მისაღებად აუცილებელი წინაპირობა გახდება. დონალდ ტრამპმა ასევე მოითხოვა, რომ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაკონტროლების მიზნით ბიომეტრიული სისტემა დაჩქარდეს.
მანამდე, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში ემიგრანტების შესვლის წესს ამკაცრებს.
ipress.ge