დონალდ ტუსკიЖ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის პირობები სულ მალე მიენიჭებათ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის პირობები სულ მალე მიენიჭებათ.

მისი თქმით, გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა, რათა მიღებულ იქნას საბოლოო გადაწყვეტილება.

“რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, კომისიამ აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რაც დარწმუნებული ვარ, მალე მოხდება”, – განაცხადა ტუსკმა.

Comments
Loading...