დუშეთში თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია გაიხსნა

დუშეთში თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია გაიხსნა. ახალი შენობა, დონორი ორგანიზაციის – აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშენდა. განახლებულ ლაბორატორიაში გაგრძელდება ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკა. დაინერგება სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები. საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში საზეიმოდ გახსნეს.

Comments
Loading...