ძაღლი საავადმყოფოში მომაკვდავ პატრონს ემშვიდობება (video)

სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძაღლი საავადმყოფოში მომაკვდავ პატრონს ემშვიდობება.

რაიან იესენი საავადმყოფოში ტვინის ჰემორაგიული ინსულტით გასულ თვეს მოათავსეს. მეგობრებმა 33 წლის მამაკაცს კლინიკაში საკუთარი ძაღლი – მოლი მიუყვანეს.

https://www.youtube.com/watch?v=qIr9q3gjc74

ვიდეო, რომელიც სოციალურ მედიაში პირველ დეკემბერს აიტვირთა, უკვე 87 000 გაზიარება და 9.1 მლნ ნახვა აქვს.

იესენის ოჯახის წევრების განცხადებით, პაციენტი სიცოცხლეს რამდენიმე ადამიანს შეუნარჩუნებს. კერძოდ, 33 წლის მამაკაცის გულს საშობაოდ, 17 წლის მოზარდს გადაუნერგავენ.

Comments
Loading...