“ძალიან ბედნიერი ვიქნები, როცა ვიზალიბერალიზაციის თარიღის გამოცხადების საშუალება მექნება”

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველომ ნამდვილად დიდ წინსვლას მიაღწია და ის ნამდვილად მიიღებს შედეგს.

 

გადაცემა 2030-ში სტუმრობისას ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების ზუსტი თარიღი არ იცის, რადგან ამ თემაზე დისკუსიები კიდევ მიმდინარეობს.
“გულწრფელად და გულღიად მინდა გითხრათ  –  პირადადაც არ ვიცი თარიღი. თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ გეტვით რატომაც – დისკუსიები ამ საკითხზე კიდევ მიმდინარებს, მე წარმოვადგენ ევროკავშირის ინსტიტუტს. ევროინსტიტუტები, მათ შორის ევროკომისია მკაფიოდ აცხადებენ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა წინაპირობა ვიზალიბერალიზაციისთვის. აქედან გამომდინარე,  ევროკომისიამ შესთავაზა აღმასრულებელ ორგანოებს, რომ მიეღოთ სათანადო გადაწყვეტილება. სრული გადაწყვეტლება უნდა მიღებულიყო ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს მიერ და სწორედ იქ მიმდინარეობს ამჟამად დისკუსიები. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი საკმაოდ შორს არის შესული, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ვიტყოდი, რომ ეს შედეგი ძალიან შორს არ იქნება, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით“,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მისი თქმით, უკვე წელიწადნახევარია, რაც საქართველოში იმყოფება და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რა შედეგებს მიაღწია საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით.
“კომისიის ანგარიში ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველოს მიერ შესრულდა სამუშაოა და ეს ძალიან სასარგებლო იქნება ზოგადად ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად, არამედ ზოგადად ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვისაც. ეს საკითხები ერთმანეთთან დაკავშირებულია –  ასოცირების შეთანხმება, ეკონომიკური კონტაქტები, ვიზის ლიბერალიზაცია და ის წინსვლა, რომელსაც ერთად მივაღწევთ. ეს პროგრესი წინ მოდის. თარიღს ვერ გეტყვით. მე პირადად ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ შედეგისა, რასაც საქართველომ მიაღწია. საქართველომ ნამდვილად დიდ წინსვლას მიაღწია და  ნამდვილად მიიღებს შედეგებს ამის საფუძველზე. მე ვიტყოდი, ეს პროცესი საკმაოდ წინ არის წასული, საკმაოდ მალე ჩვენ მივიღებთ ზუსტ თარიღებსაც და მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, როცა ამ თარიღის გამოცხადების საშუალება მექნება, მაგრამ ეს ჯერ ალბათ ბრიუსელში გამოცხადდება ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
Comments
Loading...