ძიძიგური: მზაობაა, რომ კონსტიტუციძიძიგური: მზაობაა, რომ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართოსაში ქორწინების განსაზღვრის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საზოგადოებაში მზაობაა, რომ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართოს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი დაინტერესდა, ცესკო-ში შესულია თუ არა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე წინადადება.

ვოლსკის საპასუხოდ ძიძიგურმა განაცხადა, რომ ცესკო-ში რეფერენდუმის თაობაზე ორი წინადადებაა შეტანილი.

„არ ვიცი, ცესკო-მ წინადადებას სარეფერენდუმო კითხვის ფორმულირება მიანიჭა თუ არა, მაგრამ მზაობაა, რომ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართოს“, – დასძინა ძიძიგურმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პირველი მოსმენით მსჯელობენ, რომლის გათვალისწინებითაც, კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრა ხდება.

Comments
Loading...