ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულთა ოჯახები მოსამართლეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელების ახლობლები ეჭვობენ, რომ საქმის მოსამართლეს ბადრი კოჭლამაზაშვილს ქართამი აქვს აღებული. როგორც “პირველი რადიოს” რადიოკლუბშ გამართულ პრესკონფერენციაზე, გიორგი ცააძის და ირინა ცააძემ განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა 2011 და 2013 წლებში აღებული სესხები, რომელიც 2017 წლამდე უნდა დაეფარა წინმსწრებად დაფარა. ” ბადრი კოჭლამაზაშვილის 30 000 დოლარობით ორი იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული და გუშინ სესხების დაფარვა წინმსწრებად მოხდა. ეჭვი გვაქვს, რომ ამ კაცს აღებული აქვს ამ განაჩენის გამოტანის გამო თანხა“, – განაცხადა ირინა ცააძემ. ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები მოსამართლე კოჭლამაზაშვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებენ როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე გენინსპექციაში და პროკურატურაში.

Comments
Loading...