ეკა ბესელია: “ჩვენ მშვიდობით ვართ, რაც მოხდა, საშინელებაა”

ბრიუსელის აეროპორტსა და მოგვიანებით, მეტროში მომდხარმა აფეთქებამ სრულიად მსოფლიო შეძრა. მომხდარის ეპიცენტრში საქართველოს დელეგაციაც, მათ შორის პარლამენტარი ეკა ბესელია იმყოფება და ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.

kvirispalitra.ge ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ბრიუსელში დაუკავშირდა: “ჩვენი დელეგაცია ამ წუთებში ევროპარლამენტში მართავს შეხვედრებს. ჩვენ მშვიდობით ვართ, ევროპარლამენატრებთან შეხვედრებს დაგეგმილი რეჟიმით ვმართავთ, თუმცა ტერაქტების შესახებ ინფორმაციას ინტენსიურად ვადევნებთ თვალ-ყურს, რაც მოხდა, საშინელებაა. ხვალ უნდა დავბრუნებულიყავით საქართველოში, მაგრამ ახლა შევძლებთ ამას, თუ – ვერა, არ ვიცი”.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ასევე იმყოფებიან: ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა. მათთან ერთად არიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.

Comments
Loading...