ეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ევროპის საბჭოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს.

გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

Comments
Loading...