ეკა ბესელია: ქვეყნის უსაფრთხოებაზე რომანტიკულ კანონს ვერ დავწერთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მოსმენებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილე არასამთავრობო სექტორის მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რადგან ხელისუფლებას ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული და “რომანტიკულ კანონს” ვერ დაწერს.

“ისინი ბუნებრივია თანახმა არ იქნებიან იმ ერთადერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მათ უნდათ, რომ ის მთავარი საკითხი, რასაც ისინი მიიჩნევენ მთავარ საკითხად, რომ ეს იყოს დამოუკიდებელი ორგანო და პარლამენტმა დაიქვემდებაროს, ამაზე ვერ ვთანხმდებით და ამაზე ვერასდროს ვერ შევთანხმდებით, ჩვენ რომანტიკულ კანონს ქვეყნის მოსახლეობაზე და უსაფრთხოებაზე ვერ დავწერთ.

სამოქალაქო სექტორში რომ ვიყო დღეს, შეიძლება მეც ისე მელაპარაკა, მაგრამ როცა ხარ ხელისუფლებაში, გაქვს დიდი პასუხისმგებლობა, ასე ვერ მოიქცევი და ჩვენ არ ჩაგვირთია ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისაც მოწონს ეს პროექტი, ეს სამუშაო ჯგუფი იმის გამო კი არ იყო რომ დითირ ამბები გვემღერა ერთმანეთისთვის, ეს იყო იმისთვის, რომ გვემუშავა და მოგვესმინა მათ შორის კრიტიკული მოსაზრებისთვის, ასე რომ ამ ერთადერთ საკითხი ჩვენ ვერ ვთანხმდებით და ვერ შევთანხმდებით”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ipress.ge

Comments
Loading...