“განსხვავებული აქცენტების” ავტორი, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ნინო ჯღარკავასა და ლადო ბედუკაძეს შორის სოციალურ ქსელში პირადი მიმოწერის ავთენტურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “მისი სინამდვილე გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს”.
“რაც შეეხება მიმოწერას, ეს არის მხოლოდ ერთი რგოლი იმ ლოგიკურ ჯაჭვში და სურათში, რომელსაც ჩვენ გაჩვენებთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის უკიდურესად სარწმუნოდ გამოიყურება, თუმცა მისი სინამდვილე და ავთენტურობა გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს.
ჩვენ მზად ვართ, ეს მიმოწერა პროკურატურას გადავცეთ, იმისთვის რომ ექსპერტიზა ჩაუტარდეს, მიმოწერას რომელიც სავარაუდოდ, ბედუკაძესა და ნინო ჯღარკავას შორის შედგა. იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული მიუკერძოებლობაში, რომლის უკან არ დგას პოლიტიკური ინტერესი, ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაზე” – განაცხადა კვესიტაძემ ტელეკომპანიას რუსთავი 2-ის გადაცემა PS-ში