ეკა მიშველაძე პრეზიდენტის სიძის დაჭრაზე: ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა
პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის შეფასებით, ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე თავდასხმა ხდება.
აღნიშნული განცხადებით მიშველაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა.
„ძალიან ცუდია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს. ველოდებით გამოძიების დასრულებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ეფექტური იქნება“, – აღნიშნა მიშველაძემ
შემთხვევა თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ, გვიან ღამით მოხდა. პრეზიდენტის სიძესთან ერთად, დაჭრილია მისი მეგობარი. მინდია გოგოჭურისა და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.