ელექტროსაყინულეში ცოცხალი მამაკაცი ჩაასვენეს

“ქუთაისი თუდეის” ცნობით, ქუთაისში, ერთ-ერთ ოჯახში გამოძახებულმა სამედიცინო ბრიგადამ მოქალაქეს გარდაცვალება დაუდგინა. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი მოქალაქე ელექტროსაყინულეში გაადასვენეს. მოგვიანებით, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა შეამჩნია, რომ საყინულეს შუშის ზედაპირი დაიორთქლა.

საყინულეს სასწრაფოდ ახადეს სახურავი და სასწრაფო დახმერების სხვა ბრიგადა გამოიძახეს. დადგინდა, რომ მოქალაქე გარდაცვლილი არ იყო. ექიმებმა იგი ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

მოქალაქეს გადაუდებელი სამედიცონო დახმარება მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა ექიმების ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო.

newposts.ge

Comments
Loading...