დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ, ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ პროცედურის დაწყებას ხელი მოაწერა.
კანონპროექტი, მიმდინარე კვირაში, ლისაბონის შეთანხმების 50-ე სტატიის მოქმედებაში მოყვანის შესახებ, ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ საბოლოოდ მიიღო.
14 მარტს ბრიტანეთის ლორდთა პალატამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის Brexit-ის პროცესის დაწყების უფლება მისცა.
ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ პროცესი მარტის თვის ბოლოს დაიწყება.