ელისაშვილი, კილაძესთან ერთად ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას იმეორებს (ვიდეო)

“იმდენად ბინძური ტალახი გვესროლეს, რომ არ მგონია, რომ აქედან ელისო კილაძეს უნდა ვუპასუხო. გაარკვიოს პროკურატურამ თუ საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, ვინ და რა მიზნით გაავრცელა.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ელისაშვილი, კილაძესთან ერთად ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას იმეორებს. პირდაპირი ვიტყვი, რომ ეს არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ელისაშვილი ცდილობს ასეთი სკანდალური განცხადებებით რაღაც ადგილი დაიმკვიდროს, რაც უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს ესვრი ტალახს, მას ჰგონია, რომ უფრო ახლოს მივა ილია ჭავჭავაძესთან ასე ფიქრობს და ალბათ ასეთი მიზნების აქვს მას, თუმცა უფრო კარგად დაუახლოვდა ელისო კილაძეს” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, გადაცემა “პრიორიტეტი”-ს ეთერში, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის და ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=_wEo7hRwA1M

Comments
Loading...