ელისაშვილი პოლიტიკოსებზე – “პატიმრების შეწყალებით ფულის კეთება უნდათ”
პატრიარქის განცხადებაზე ის პოლიტიკოსები აფუთფუთდნენ, რომლებსაც პატიმრების შეწყალებით ფულის კეთება უნდათ“ – ეს განცხადება საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.
მისი თქმით, პატრიარქის განცხადებას განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები უჭერდნენ მხარს, რომლებსაც პატიმრების ამნისტიის თემით ფული ადრეც უშოვიათდა ახლაც იმავეს ცდილობენ. ელისაშვილის განცხადებით, როდესაც ის შეწყალების კომისიაში მუშაობდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები მას ემუქრებოდნენ და კონკრეტული პატიმრის სიაში შეყვანას სთხოვდნენ.
საკრებულოს დეპუტატი ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
„განსაკუთრებით ისინი აფუთფუთდნენ, რომლებიც ცდილობდნენ შეწყალების კომისიაში მუშაობის დროს ჩემზე ზეწოლის მოხდენას და ფულის გაკეთებას და ახლა, პატრიარქის ემოციური განცხადების შემდეგ, დაინტერესდნენ, რომ შეძლებდნენ პატრიარქს ამოფარებულები ფულის კეთებას. ზოგს აქვს პრაგმატული მოსაზრებები, რომ ისევ პატიმრების გამოშვებით ფული გააკეთონ,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
დეპუტატი გადაცემაში არ ასახელებს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ არ ასახელებს და ამბობს, რომ ისინი იმდენად საშიში ხალხია, არათუ ხვალ პროკურატურაში, არამედ, შესაძლოა, დღეს სახლშიც ვერ მივიდეს.