ელისაშვილი: რატომ იჩქარა პროკურატურამ და რატომ გამოხტა გამოძიების დასრულებამდე

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილოა. ალეკო ელისაშვიილი სვამს კითხვას, რატომ იჩქარა პროკურატურამ და გამოძიების დასრულებამდე რატომ გააკეთა განცხადება, რომ ტელეფონში მესიჯები არ იყო.

„ვიზუალური დათვალიერების შედეგად არ იყო, ინბოქსში არ იყო, მაგრამ მყარ დისკზე იყო. ვინც ტელეფონში ერკვევა და ამ ტერმინოლოგიაში ერკვევა, ის მიხვდება, მე რასაც ვგულისხმობ. იმიტომ დავუტოვე ეს ტელეფონი, რომ მათ ჩაეტარებინათ ტექნიკური ექსპერტიზა ოფიციალურად და ამ ექსპერტიზის შედეგად ეთქვათ, იყო თუ არ იყო. რატომ იჩქარა პროკურატურამ და რატომ გამოხტა გამოძიების დასრულებამდე და რატომ თქვა, რომ იქ მესიჯები არ იყო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

Comments
Loading...