ელისო კილაძის პასუხი ვიცესპიკერს

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ელისო კილაძე არ აპირებს, – ასე გამოეხმაურა „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი მის წინააღმდეგ მანანა კობახიძის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას. ელისო კილაძე აცხადებს, რომ ამ ქმედებით უმრავლესობის დეპუტატი ცდილობს გადაფაროს ის სკანდალი, რომელიც გაზეთში დღეს გამოქვეყნდა. საუბარია ალეკო ელისაშვილთან გაგზავნილ სატელეფონო გზავნილებზე. მანანა კობახიძემ ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელი დღეს შეიტანა. პარლამენტის ვიცე სპიკერი ჟურნალისტს პატივისა და ღირსების შელახვასა და შეგნებულ ცილისწამებაში ადანაშაულებს.

Comments
Loading...