ემილია: “შალვა რამიშვილმა მითხრა, მასთან სექსი თუ არ მექნებოდა, ჩვენი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა“

ფოტომოდელ ემილია სისაურის განცხადებით, მან შალვა რამიშვილისგან ე.წ. ორაზროვანი შეთავაზება მიიღო.

ემილია ამბობს, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ან პროდიუსერთან უნდა დაიჭირო სექსუალური ურთიერთობა, ან რეჟისორთან.

“ახლა ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა შალვა რამიშვილზე. მქონდა ასეთი შემთხვევა, უნდა გამოსულიყო სერიალი და შალვამ მითხრა, რომ მასთან თუ არ დავამყარებდი სექსუალურ ურთიერთობას, ჩემი და მისი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა.

ძალადობა ჩემ მიმართ ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ შემომთავაზა და მე ამაზე ვუთხარი უარი.

მითხრა, ჩემგან უფასო გაკვეთილი გქონდესო ის, რომ როდესაც საქართველოში პრეტენზია გაქვს იყო მსახიობი, სექსუალური ქალი, აუცილებლად პროდიუსერმა უნდა “გაგსინჯოსო”, – ამბობს ემილია სისაური.

ნახეთ ვიდეო: ემილია:„შალვა რამიშვილმა მითხრა, მასთან თუ არ დავამყარებდი სექსუალურ ურთიერთობას, ჩემი და მისი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა“

Comments
Loading...