ემზარ კვიციანი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის ემზადება

ხელისუფლების წარმომადგენლებთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა, დღეს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა. მისი განცხადებით, ალიანსის წევრები თავიანთ მოთხოვნებს გააცნობენ დღეს საელჩოების, ხვალ კი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვეტენ გააგრძელონ თუ არა შიმშილობის აქცია.

ემზარ კვიციანმა ასევე განმარტა, რომ ამ აქციით მომავალი არჩევნების გაყალბებასაც ეწინააღმდეგებიან.

Comments
Loading...