ემზარ კვიციანი – თინა ხიდაშელის არავის ეშინია!
ემზარ კვიციანის თქმით კახი კალაძის მხრიდან მოშიმშილეებთან შეხვედრის ინიციატივა დასაფასებელი საქციელია
„აქცია მიმდინარეობს, გამოხმაურებები იყო. დღეს საელჩოების წარმომადგენლებთან არის შეხვედრა, ხვალ კი – პარლამენტის წევრებთან. ვფიქრობ, რაღაც კონსენსუსამდე მივალთ. ჯაჭვური შიმშილობა გრძელდება, ვენაცვლებით ერთმანეთს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ.
მივესალმები კახა კალაძის ამ ჟესტს. ძალიან კარგია, რომ თინა ხიდაშელის ვინმეს არ ეშინია; კარგია, რომ შეხვედრაზე ფიქრობენ… ამდენი ხანი, წვიმაში, სიცივეში ადამიანები შიმშილობენ. ამას, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება სჭირდებოდა.”- განაცხადა კვიციანმა.