ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლების გადარჩენის ოპერაცია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს დახმარება აღმოუჩინეს. „შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, პანკისის ხეობაში შერჩენილ მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინეს. ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები სამყურას ხეობაში ექსპედიციაში იმყოფებოდნენ, რთული რელიეფური პირობების გამო ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას და ესაჭიროებოდათ დახმარება. ადგილზე მობილიზებულ იქნა როგორც ადგილობრივი, ასევე, თბილისის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფები. ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, სააგენტოს მაშველებმა ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები უვნებლად გადაიყვანეს მათთვის უსაფრთხო ადგილას“ – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

Comments
Loading...