ექიმის განმარტებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ცისანა შარტავას განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ექიმის განმარტებით, პატრიარქის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მისი ლაბორატორიული კვლევების მონაცემებიც უმჯობესდება. მდგომარეობა დღეისთვის დამაკმაყოფილებელია, შეინიშნება დადებითი დინამიკა და ამ დრომდე ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

ექიმის თქმით, ილია მეორე 7 იანვარს, საშობაო მსახურებაზე დასწრებას შეძლებს.

Comments
Loading...