ექსკლუზიური ფოტო – მდედრი ანაკონდა სექსის შემდეგ, მამრს ყლაპავს
ფოტოგრაფმა ლუჩიანო კანდისანმა ბრაზილიაში, ფოტოზე მწვანე ანაკონდას სიკვდილი აღბეჭდა.
ფოტოზე, რომელსაც National Geographic-ი აქვეყნებს, აღბეჭდილია, თუ როგორ ყლაპავს მდედრი ანაკონდა სექსის შემდეგ, მომცრო მამრს.
ლუჩიანო კანდიდასი მდინარე პარანაში (იგივე Formoso River), რომელიც ბრაზილიას, პარაგვაისა და არგენტინას კვეთს, წყვილ ანაკონდას რამდენიმე საათის განმავლობაში აკვირდებოდა, რომლის დროსაც რამდენიმე ფოტო წყლის ქვეშაც გადაიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტო 2012 წელს არის გადაღებული, კანდისანმა მისი გამოქვეყნების გადაწყვეტილება ახლა მიიღო. მისი თქმით, იმ ტერიტორიას, რომელთან ახლოსაც მწვანე ანაკონდები არიან გავრცელებული, ხანძრის გამო, განადგურება ემუქრება.
ფოტოგრაფის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, თებერვლის დასაწყისში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს ხუთი დღის განამვლობაში აქრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ გველების აღნიშნულ სახეობას შორის, კანიბალიზმი საკმაოდ გავრცელებულია. არც თუ იშვიათად, მოზრდილი მდედრი ანაკონდა, მომცრო მამრს ყლაპავს.
ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, მდედრ ანაკონდას ეს იმიტომ ესაჭიროება, რომ გამრავლებისთვის მოსამზადებლად დამატებითი საკვები ჰქონდეს მიღებული. ზოგი კი ფიქრობს, რომ სავალალო შემთხვევა სექსუალურ ამორფიზმს უკავშირდება, თუმცა აღნიშნული ფაქტის დაზუსტებული ახსნა ჯერჯერობით არ არსებობს.