ექსკლუზივი _ ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას პასუხობს: “მილიონები მისთვის minor issue არის”

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც ტელეკომპანია “რუსთავი 2 ” მფლობელობაში დღეს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეთავაზებას, მიჰყიდოს “რუსთავი 2”-ის კოლექტის ტელევიზია, “გურია ნიუსთან” პასუხობს:

“გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა. როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას.

ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას” _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით “არც გვარამიაა მოლაპარაკებების მეტრი”

_ ვიცით, რომ მილიონები მისთვის minor issue არის ამხელა საქმისთვის. მაგათ, ალბათ დაავიწყდათ რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს.

_ ბატონო ქიბარ, არც იმას ივიწყებ და გახსენებენ, რომ თავის დროზე, თქვენც სხვისგან წართმეული მიიღეთ…

_ წამრთმევი ვინ იყო? დასაჯონ გვარამია და მიშ.ა ვის რას აბრალებენ? თავიანთ მიშას ჰკითხონ.

_ ფიქრობთ, რომ ეს სამართლიანობის აღდგენაა?

_ ეს უსამართლობა არ არის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქიბარ ხალვაშმა.

gurianews.com

Comments
Loading...