ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს

დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლაიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან” აცხადებს, რომ 2008 წელს, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით, სატვირთო მანქანებით პლასტმასის ლურჯი კასრები შეიტანეს ტყეში და დამარხეს.

მისი თქმით, ტყეში დამალულ კასრებში, სავარაუდოდ, სამეგრელოში აღმოჩენილი კასრების მსგავსად, ფაილებია, ან იარაღი.

„მაქვს ინფორმაცია, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დასრულებიდან სულ რამდენიმე დღეში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით (უშიშროების წარმომადგენლებს კონკრეტულ ადგილს დავუსახელებ) სატვირთო მანქანებით პლასტმასის ლურჯი კასრები შეიტანეს ტყეში და იქვე დამარხეს. სავარაუდოდ, სამეგრელოში აღმოჩენილი მსგავსი ფაილებია თუ იარაღი, ვერ გეტყვით! მაგრამ ვიცი, რომ იქიდან არავის ამოუღია და, წესით და ლოგიკით, ისევ ადგილზეა! ისეთ დიდ რაოდენობაზეა ლაპარაკი, რომ სატვირთო მანქანებს კონტეინერები ტყის სიღმეში რამდენიმე დღის მანძილზე შეჰქონდათ. ადგილზე მიწა ამოღებული იყო და იქვე მარხავდნენ. წლების შემდეგ, სამეგრელოში ლურჯი კასრები რომ ვნახე, ბუნებრივია, პარალელი გავავლე და ვიფიქრე, რომ ტყეშიც მსგავსი რამეა დამარხული. მაგრამ ახლახან მოვისმინე, რომ დიდძალი იარაღი, რომელიც ომში არ გამოუყენებიათ, საცავებში დასაწყობდა. ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ ამ ადგილს „ნაციონალების“ დროს სპეციალურად იცავდნენ, ასე რომ, ყველაფერი ემთხვევა“, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
წყარო : infotv.ge

Comments
Loading...