ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დედის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება
გადაცემა „იმედის დრომ“ ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა, რომელშიც წერია, რომ 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილს არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა აღნიშნება.
ექსპერტმა დასკვნა ბრალდებულის მხრიდან გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების და ბრალდებულზე დაკვირვების საფუძველზე მოამზადა.
76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე პროცესი დაახლოებით, ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.