ერაყი თურქეთს მისი სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს
ერაყის ხელისუფლება თურქეთისგან მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედროები, რომლებიც ერაყის ქალაქ მოსულში გაგზავნა.
როგორც ბიბისი იუწყება, ერაყის პრეზიდენტის ჰაიდერ ანად ბაღდადის კანცელარიის განცხადებაში ანკარას ქმედებები ერაყის სუვერენიტეტის დარღვევადაა შეფასებული. ქვეყნის მთავრობა თურქეთს მოუწოდებს, პატივი სცეს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
თურქეთმა ერაყში 150 სამხედრო და ტანკები გააგზავნა.
სამხედროებმა ერაყის საზღვარი უკვე გადაკვეთეს. ისინი ქალაქ მოსულის რაიონში განლაგდებიან, რომელსაც ,,ისლამური სახელმწიფო’’ აკონტროლებს.
თურქი სამხედროები მოსულის სიახლოვეს, ბაშიკის დასახლებულ პუნქტში განლაგებულ თურქულ კონტინგენტს ჩაანაცვლებენ, რომელიც რეგიონში ორი წლის წინ ქურთების დასახმარებლად გაიგზავნა.