ერაყის ჯარმა ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილის გამოხსნის სპეცოპერაცია დაიწყო

ერაყის ჯარმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილის გამოხსნის სპეცოპერაცია დაიწყო.

ამის შესახებ BBC ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჰაიდარ ალ-აბადიზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენი ძალები იწყებენ მოსახლეობის გათავისუფლებას ტერორისტებისგან “, – განაცხადა პრემიერმა სატელევიზიო მიმართვაში.

გამოცემის ცნობით, ერაყის ჯარებმა ქალაქის დასავლეთ ნაწილს ალყა შემოარტყეს, რომელსაც ექსტრემისტები აკონტროლებდნენ. ამასთან,აშშ-ის ავიაცია საავიაციო დარტყმებს ახორციელებს.

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქს ორი წელია ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს.

Comments
Loading...