ერაყმა ნავთობის მოპოვების შემცირება დაიწყო

ერაყის ნავთობის სამინისტრომ, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციასთან (OPEC) არსებული შეთანხმების შესაბამისად, ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ განცხადება გააკეთა.

“ირანი თანამშრომლობს OPEC-ის წევრებთან და აგრეთვე დამოუკიდებელ მეწარმეებთანაც, რათა ნავთობის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსს მიაღწიოს”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, დეკემბერში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ შეთანხმება ძალაში შევიდოდა, OPEC-ის ქვეყნების ნავთობის მოპოვება, ნიგერიისთვის პროდუქციის მიწოდებაში არსებული დარღვევების გამო, დღეში 310 000 ბარელამდე დაეცა. ნიგერიამ გასულ თვეში ნავთობის მოპოვება 200 000 ბარელით შეამცირა, ხოლო ვენესუელამ – 40 000 ბარელით.

ერაყს, OPEC-ის ქვეყნებს შორის, ნავთობის მოპოვების მხრივ, საუდის არაბეთის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს

 

ibusiness.ge

Comments
Loading...